წინანდლის სახლ-მუზეუმი

ბევრს ემახსოვრება თუ რაოდენი ვნებათაღელვა გამოიწვია წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა და ბაღის ბიზნეს ოპერატორისათვის 49 წლით მენეჯმენტში გადაცემამ. ეს 2005 წელს მოხდა. ალბათ საინტერესო იქნება უკან გავიხედოთ და გავიხსენოთ იმჟამინდელი დისკუსიები, გამოთქმული მოსაზრებები და შეძლებისდაგვარად შევადაროთ დღევანდელ ვითარებას, სახლ-მუზეუმის გახსნის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს.

სამწუხაროდ დიდი ნაწილი 2005 წლის დისკუსიებისა ინტერნეტ სივრციდან გაქრა (მაგალითად, გაზეთმა “24 საათი” რომელიც ინტენსიურად აშუქებდა მოვლენებს 2009 წელს განაახლა თავისი ინტერნეტ გვერდი და ყოველივე რაც მანამდე იყო ინტერნეტში გამოდებული გაქრა), მხოლოდ ბიბლიოთეკებში თუ გაეცნობა დაინტერესებული მკითხველი შესაბამის სტატიებს. ამ სტატიების ნაწილს შეგიძლიათ მიაკვლიოთ პარლამენტის (საჯაროს) ბიბლიოთეკაში – დეტალებისთვის გაჰყევით ამ ბმულს

აი, რადიო თავისუფლებამ კი შეინარჩუნა იმჟამინდელი (2005) წინანდალთან დაკავშირებული მასალები ინტერნეტში. ქვემოთ ოთხი ძალზე საინტერსო სტატია შეგიძლიათ იხილოთ, ამისთვის დააწკაპინეთ შესაბამისი სტატიის სათაურზე

ვინ გაიმარჯვა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის იჯარით გაცემის ტენდერში – ავტორი კახა მჭედლიძე

წინანდალი 49 წლით ”ამბრელა კონსალტინგის” ქოლგის ქვეშ გადადის – ავტორი ზაზა გაჩეჩილაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი იჯარით გაიცა თუ მისი პრივატიზაცია განხორციელდა? – ავტორი კახა მჭედლიძე

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი ინვესტორს იჯარით გადაეცემა – ავტორი ნონა მჭედლიშვილი

გარდა ამისა, ძალზე საინტერესო ფოტოები შეფასებებით გამოდო პირწიგნაკზე (Facebook) ქალბატონმა ირინე გივიაშვილმა. ირინეს მიერ გამოდებულ ფოტოებს და მისეულ შეფასებებს იქვე მოჰყვა კომენტარები. რადგან პირწიგნაკი სოციალური სივრცეა, და კაცმა რომ თქვას, თითქმის ყველას შეუძლია მისი ნახვა, ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, მითითებული ბმულიდან წინანდალთან გაკავშირებით გაკეთებული მსჯელობა თუ შეფასებები საჯაროდ გამოვდო. ორიგინალს ნახავთ ამ ბმულზე http://www.facebook.com/home.php?#!/album.php?aid=75142&id=585432369 მარტივად სანახავად პირწიგნაკის შესაბამისამი ნაწილი გადავიყვანე პდფ ფორმატში – მის სანახავად აქ დააწკაპუნეთ

აქ კი წინანდალში ჩემს გადაღებულ ფოტოებს ნახავთ (ჩემეული შეფასებითურთ) https://picasaweb.google.com/kakha.khimshiashvili/Tsinandali

მაკა შავგულიძემ 2009 წელს წარადგინა მოხსენება წინანდლის მუზეუმის ისტორიასა და მისი ამჟამინდელი მენეჯმენტის საკითხებზე ქართული კულტურის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ფლორენციაში ჩატარდა. მოხსენება ინგლისურადაა გამოქვეყნებული სიმპოზიუმის მასალებში – Maka Shavgulidze, History and Development Prospects of Tsinandali Alexandre Chavchavadze House+Museum Based on The NEwly Embraced Management Practices, The Caucasus: Georgia on the Crossroads. Cultural Exchanges across the Europe and Beyond, 2nd International Symposium of Georgian Culture, November 2-9, 2009, Florence, Italy, Proceedings, Tbilisi, 2011. მოხსენების სანახავად გამოწერეთ სიმპოზიუმის მასალები აქ დაწკაპუნებით.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დღეს: ფუჭი სკეფსისი თუ გამართლებული მოლოდინი? ინტერვიუ მერაბ კოკოჩაშვილთან; გამოქვეყნებულია ჟურნალში: ძველი ხელოვნება დღეს, #2, 2011, გვ.135-141; ჟურნალის ამ ნოვრის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინტერნეტში შემდეგ ბმულზე:  http://heritagesites.ge/files/AGENCY_MAGAZINE.pdf

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s