უცნობი ტეტრაკონქი სანაგირეს მონასტერთან

სანაგირეს კომპლექსი, ტეტრაკონქი

ბლოგზე ქვემოთ დაწერილი წინასწარი მონაცემების გამოდების შემდეგ სანაგირეს ტეტრაკონქზე სტატია გამოვაქვეყნე ჟურნალ “ძველი ხელოვნება დღეს”, 2011, #2, იხილეთ ახლადაღმოჩენილი ტეტრაკონქი სანაგირეს სამონასტრო კომპლექსში. სტატიას ახლავს ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე

კვირას, 30 იანვარს, 2011, ინტერნეტ-ფორუმ www.karavi.ge  მეგობრებთან ერთად კახეთში, სოფელ ვაზისუბანთან მდებარე სანაგირეს მონასტრის სანახავად ვიყავი. ამ გასვლის შესახებ ინტერნეტ-ფორუმზე შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია ამ ბმულზე http://karavi.ge/viewtopic.php?t=4818&postdays=0&postorder=asc&start=15 ხოლო იქ ჩემი გადაღბული ფოტოები კი ამ ბმულებზე https://picasaweb.google.com/kakha.khimshiashvili/SanagireBazilica20113001# და https://picasaweb.google.com/kakha.khimshiashvili/SanagireMcireTetrakonqi20113001#

სანაგირეს კომპლექსი პირველად ვნახე. თუმცა, მასზე ადრეც მქონდა გაგებული, რომ გამორჩეული იყო. მართლაც საინტერესო იყო სანაგირეს ბაზილიკის ნახვა, რომელსაც აშკარად ეტყობა ბიზანტიური სამშენებლო ტექნიკის გავლენა.

სანაგირე ჯერ კიდევ გიორგი ჩუბინაშვილს აქვს გამოქვეყნებული. მოგვიანებით კი მას ხელოვნებათმცოდნე მარინა ხიატიაშვილმა მიუძღვნა სტატია (იხილეთ Г. Чубинашвили, Архитектура Кахетии, Тбилиси, 1959, с.123-129 და მ. ხატიაშვილი, სანაგირეს ბაზილიკის ზოგიერთი თავისებურება, ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები, ახალგაზრდა მეცნ. კონფერენცია, 1995, გვ. 6). გარდა ამისა, სანაგირე მრავალგზის აქვს ნახსენები ხელოვნებათმცოდნე ნათლა ჯაბუას თავის გამოკვლევაში, რომელიც საქართველოში სამნავიან ბაზილიკებს ეძღვნება (იხ. ნ. ჯაბუა, სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი საქართველოში, თბ. 2009, ელექტრონული ვერსია იხილეთ აქ www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000447/texsti.pdf )

ყველა ამ ნაშრომში აღწერილია სანაგირეს კომპლექსი, რომელშიაც შედის სამნავიანი ბაზილიკა, მასზე მიდგმული ერთნავიანი ბაზილიკა, გალავანი კომპლექსის გარშემო და აღნიშნულია, ხოლმე, რომ აქვეა სხვა სამონასტრო ნაგებობების ნანგრევები. კომპლექსიდან სულ რაღაც ოც-ოცადაათიოდე მეტრში, სამხრეთით მართლაცაა ნანგრევები, ალბათ სატრაპეზოსი. მგონია, რომ მკვლევარები სწორედ ამ ნანგრევებს გულისხმობენ.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს გამოქვეყენბულ საქართველოს ძეგლთა ნუსხაშიაც იგივე სურათია. გურჯაანის მუციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანსა და მის შემოგარენში მითითებულია

1. ღვთისმშობლის ეკლესია, VIს, სოფ. ვაზისუბანში

2. ეკლესია დავითიანი, VI-VII სს, სოფ. ვაზისუბანში

3. მონასტერი სანაგირე, სოფ. ვაზისუბნის მიდამოები

  1. წმ. გიორგის ეკლესია, X-XI სს.
  2. გალავანი, შუა საუკუნეები
  3. სხვა ნაგებობანი, შუა საუკუნეები

საქმე იმაშია, რომ კომპლექსიდან ჩრდილო-აღმოსავლელით, ასე ასიოდ მეტრში კიდევაა ნანგრევები. ამ ნანგრევების ნახვა ადგილობრივებმა გვირჩიეს. მათი თქმით, ნანგრევებში ცოტა ხნის წინ საფლავები უპოვიათ.

როცა ეს ნანგრევები ვნახეთ, ყურადღბა ერთ-ერთმა ნაგებობამ მიიპყრო. ეს მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევი იყო, რომელის გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. მხოლოდ კედლებიღაა შემოჩენილი (აღმოსავლეთისა და სამხრეთის დაახლოებით 2,5-3 მატრამდე, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილოეთის კიდევ უფრო ნაკლებ სიმაღლეზე). თუმცა, იმდენი კია შემორჩენილი, რომ ტაძრის გეგმაში ოთხივე მხარეს აბსიდები ნათლად წაიკითხოს კაცმა. ანუ ტაძარი ე.წ. ტეტრაკონქის ტიპს მიეკუთვნება.

ჩამოსვლისთანავე სანაგირეში გადაღბული ტეტრაკონქის ფოტოები ჩემს მეგობარ ხელოვნებათმცოდნეეს გავუზიარე. მათ შორის, ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილს, რომელიც სპეციალურად მუშაობდა ტეტრქკონქებზე და საქართელოს ტეტრაკონქების კორპუსიც კი მოამზადა. ირინემ მეორე დღესვე მომწერა, რომ ეს ტეტრაკონქი არ იყო ცნობილი და რომ იგი არასდროს ყოფილა სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული. ამას ჩემს მიერ მითითბული ზემოთ მოყვანილი სანაგირესადმი მიძღვნილი ლიტერატურაც მოწმობს. ირინემ მომილოცა აღმოჩენის გაკეთბა და შემაგულიანა ამ წერილის დასაწერად, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

უფრო მეტი ამ ტეტრაკონქზე, ცხადია, მხოლოდ დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩემი მხრიდან, ვაპირებ, როცა დათბება და თოვლი დადნება, კვლავ ვესტუმრო სანაგირეს და ტეტრაკონქის ნაშთები ავზომო.

კახა ხიმშიაშვილი, 7 თებერვალი, 2011

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s