რესურსები კულტურული მემკვიდრეობის მართვაზე

საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (ბოლოს ბმული შემოწმებულია 23 დეკემბერი 2015)

არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში: ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალაზი, ავტორები: ირინე ელიზბარაშვილი, მანანა სურამელაშვილი, ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ხათუნა ჭურღულია, თბილისი, 2012

ევროპის საბჭოს ინიციატივითა და მხარდაჭერით 2010 წელს მომზადდა საქართველოს მემკვიდრეობის შეფასების ანგარიში – Heritage Assessment Report Georgia. ანგარიში მომზადდა შემდეგი პროექტის ფარგლებში – Kyiv Initiative Regional Programme; Pilot project 2: “Rehabilitation of Cultural Heritage in Historic Towns” (PP2). ანგარიშში მოკლედაა (30 გვერდი) აღწერილი საქართველოში მემკვიდრეობის მართვის სისტემა. ესაა უაღრესად საინტერესო დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს არა მარტო მემკვიდრეობის მართვის არსებულ სისტემასა და პრაქტიკას, არამედ მიუთითებს ნაკლოვანებებზეც და იძლევა რიგ რეკომენდაციებსაც. ანგარიში ინგლისურ ენაზეა.

ზემოთნახსენები პროექტის ფარგლებში – Kyiv Initiative Regional Programme; Pilot project 2: “Rehabilitation of Cultural Heritage in Historic Towns” (PP2) დღეისთვის (15 იანვარი, 2013) საქართველოში შერჩეული ათი ქალაქიდან ხუთისთვის მომზადდა “პირველადი ტექნიკური დოსიეები”. ეს ქალაქებია: გორი, ჭიათურა, ფოთი, დუშეთი და თელავი. იმისთვის, რომ ნახოთ ჩამოთვლილი ქალაქების “პირველი ტექნიკური დოსიეები” დააწკაპუნეთ აქ.

მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის რესურსები – ასეთი სათაურით რეგიონალური პროექტს “თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის” გამოქვეყნებული აქვს რიგი დოკუმენტებისა. სხვადასხვა დოკუმენტებს შორის განსაკუთრები საინტერესოა “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა, 2014”

საერთაშორისო ქარტია ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის შესახებ ”ვენეციის ქარტია” –  ქართული თარგმანი გამოქვეყნებული წიგნში: ბერნარ მ. ფილდენი, იუკა იოკილეტო: მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირშესანიშნავი ადგილების მართვის სახელმძღვანელო პრინციპები, თბილისი 2005

ნარას დოკუმენტი ავთენტურობის შესახებ – ქართული თარგმანი გამოქვეყნებული წიგნში: ბერნარ მ. ფილდენი, იუკა იოკილეტო: მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირშესანიშნავი ადგილების მართვის სახელმძღვანელო პრინციპები, თბილისი 2005

ისტორიული ბაღების დაცვის (ფლორენციის) ქარტია, 1981

კონვენცია ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (გრენადა 1985): გამოქვეყნებულია – კულუტურის პოლიტიკა: ევროპული და სამამულო გამოცდილება, თბ., 2004

არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია (განახლებული, ლა-ვალეტა, 1992): გამოქვეყნებულია – კულუტურის პოლიტიკა: ევროპული და სამამულო გამოცდილება, თბ., 2004

ფოლკლორის დაცვის კონვენცია (პარიზი, 1989): გამოქვეყნებულია – კულუტურის პოლიტიკა: ევროპული და სამამულო გამოცდილება, თბ., 2004

შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფესეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის მეორე ოქმი, ჰააგა, 1999 წლის 26 მაისი

ვაშინგტონის საერთაშორისო ქარტია ისტორიული ქალაქების და სხვა ურბანული სივრცეების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულია ICOMOS-ის გენერალური ასამბლეის მიერ 1987 წლის ოქტომბერში

საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის შესახებ, პარიზი, 2003

Convention for the Safeguarding of the Intangible Cultural Heritage, 2003

ევროპის საბჭოს კონვენცია საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ; ფარო 2005 წლის 27 ოქტომბერი. კონვენცია გამოქვეყნებულია ჟურნალში: ძველი ხელოვნება დღეს, #2, 2011, გვ.122-122 ჟურნალის ამ ნომრის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინტერნეტში შემდეგ ბმულზე:  http://heritagesites.ge/files/AGENCY_MAGAZINE.pdf

ICOMOS International Charters for Conservation and Restoration ამ გამოცემაში ნახავთ შემდეგ ქარტიებსა და დოკუმენტებს:

  • International Charter for the Conservation and Restoration of Monuments and Sites (Venice Charter 1964)
  • Historic Gardens (Florence Charter 1981)
  • Charter for the Conservation of Historic Towns and Urban Areas (Washington Charter 1987)
  • Charter for the Protection and Management of the Archaeological Heritage (1990)
  • Charter on the Protection and Management of Underwater Cultural Heritage (1996)
  • International Cultural Toursim Charter (1999)
  • Charter on the Built Vernacular Heritage (1999)
  • Principles for the Preservation of Historic Timeber Structures (1999)
  • ICOMOS Charter – Principles for the analyses, conservation and structural restoration of architectural heritage (2003)
  • ICOMOS Principles for the preservation and conservation/restoration of wall paintings (2003)
  • Guidelines on Education and Training in the Conservation of Monuments, Ensembles and Sites (1993)
  • Nara Document on Authenticity (1994)
  • Principles ofr the Recording of Monuments, Groups of Buildings and Sites (1996)
  • Stockholm Declaration (1998)

Yamato Declaration on Integrated Approaches for Safeguarding Tangible and Intangible Cultural Heritage, 2004

UNESCO World Heritage Convention, 1972: Basic Texts, publication of 2005

ICOMOS Charter: Principles for the Analysis, Conservation and Structural Restoration of Architectural Heritage, (including Guidelines); Ratified by the ICOMOS 14th General Assembly in Victoria Falls, Zimbabwe, 2003

Burra Charter, 1999 – ესაა ავსტრალიის ეროვნული იკომოსის ქარტია, რომელიც შეიქმნა ავსტრალიის  შიდა მოხმარებისთვის, ანუ ესაა სახელმძღვანელო დოკუმენტი ავსტრალიელი პროფესიონალებისა თუ გდაწყვეტილებების მიმღებთათვის. თუმცა ქარტია გასცდა ავსტრალიის ფარგლებს და უაღრესად დიდი გავლენა იქონია მსოფლიო რესტავრაცია/კონსერვაციის აზროვნებაზე. შემოთავაზებული ვარიანტი არის 1999 წლის, რომელსაც თან ერთვის განმარტებები, სახელმძღვანელო პრინციპები (Guidelines) და ეთიკის კოდექსი.

ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს აქვს შესანიშნავი ბლოგი: არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვა, მართვა და რეაბილიტაცია: პრობლემები და საერთაშორისო გამოცდილება. ამ ბლოგზე ნახავთ ძალზე საინტერსო მასალებს, რომლებიც ცენტრის თანამშრომელთა მიერ მოგროვდა და ითარგმნა ქართულად. დაბეჯითებით გირჩევთ ისარგებლოთ ამ რესურსით.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა: შესავალი კურსი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის. დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისათვის საქართველოში. თბილისი, 2014 (ბმული შემოწმებულია 2014 წლის ოქტომბერში)

კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო, ურბანული რეაბილიტაციის სახლემძღვანელო, მემკვიდრეობის შეფასების სახელმძღვანელო, თბილისი, 2008

ხუროთმოძღვრების კონსერვაცია: პრინციპები, მოსაზრებები, თბილისი 2007

ბერნარ მ. ფილდენი, იუკა იოკილეტო: მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირშესანიშნავი ადგილების მართვის სახელმძღვანელო პრინციპები, თბილისი 2005

ჰერბ სტოველი: რისკითვის მზადყოფნა – მსოფლიო კულუტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის სახელმძღვანელო, თბილისი, 2007

იუკა იოკილეტო: არქიტექტურის კონსერვაციის ისტორია, თბილისი 2009. ესაა გამორჩეული წიგნი ამ სახის ნაშრომთა შორის, რომელიც დაწერილია ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის მიერ. ნაშრომი მოიცავს ევროპული არქიტექტურული კონსერვაცია/რესტავრაციის აზრისა და პრაქტიკის განვითარების ისტორიას რენესანსიდან ვიდრე მეოცე საუკუნის ჩათვლით.

ჯილიან პული: ფულის მენეჯმენტი ხელოვნების ორგანიზაციებისათვის, თბილისი 2005

რეკომენდაციები ძეგლთა მოყვარულთათვის ანუ როგორ მოვეპყრათ ძეგლებს, თბილისი 2008

Management Plan for World Heritage Sites: Practical Guide

World Heritage Manuals: Managing Tourism at World Heritage Sites

Conserving the Authentic: Essay in Honor of Jukka Jokilehto

ანნა-სოფია ჰიგენი: კულტურული მემკვიდრეობის მართვის სახელმძღვანელო პრინციპები და წესები; სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში: ძველი ხელოვნება დღეს, #2, 2011, გვ.115-120 ჟურნალის ამ ნომრის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინტერნეტში შემდეგ ბმულზე:  http://heritagesites.ge/files/AGENCY_MAGAZINE.pdf

Conservation Principles:  policies and guidance for the sustainable management of the historic environment, English Heritage, 2008 ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი თემაზე, სადაც მოკლედ ჩამოყალიბებულია უძრავი ძეგლების (უფართოესი გაგებით) კონსერვაციისა და დაცვის ძირითადი პრინციპები. მიუხედავად იმისა, რომ ესაა ეროვნული, ამ შემთხვევაში ინგლისური, კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ორგანიზაციის მიერ მომზდებული დოკუმენტი, იგი თავუსუფლად შეიძლება გამოიყენებულ იქნას სხვა ქვეყნებშიც.

რა ინსტრუმენტები აქვს სახელმწიფოს, რითაც შეუძლია ჩაერიოს კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხებში – ამ თემას მიეძღვნა 332-ე ტრადიციული ზალცბურგის სემინარი, რომელიც შედგა 1995 წელს. 1997 წელს სემინარის მასალები წიგნად გამოიცა. ესაა ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ამ თემაზე. გთავაზობთ ამ წიგნის შესავალ ნაწილს, რომელიც იძლევა მოკლე, მაგრამ ნათელს მიმოხილვას იმ ხუთი და მხოლოდ ხუთი ინსტრუმენტის შესახებ რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს კულუტურული მემკვიდრეობის (და არა მარტო მემკვიდრეობის) მართვაში. NB წერილი ინგლისურ ენაზეა

დიმიტრი თუმანიშვილი: ძეგლთა კატეგორიების საკითხისათვის – Eastern Partnership Culture Programme, E-Journal #5

E-Conservation Magazine – კონსერვაცია/რესტავრაცცისადმი მიძღვნილი ელექტრონული ჟურნალი

Ruin or Rebuild? Conserving heritage in an age of terrorism by Robert Bevan, The Art Newspaper, January, 2017 Debate is raging about how best to respond when historic monuments are targeted by extremists, now that digital technology enables monuments to be reconstructed (შემოწმებულია 5 იანვარი, 2017)

გარდა ამისა, თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო რამდენიმე უაღრესად საინტერსო სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ The Economist-ში. ნამდვილად ღირს წაკითხვად, რადგან მათში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა იუნესკოს როლი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რამდენად შეუძლია და რამდენად უნდა ჩაერიოს იუნესკო ძეგლთა მენეჯმენტსა და აღდგენის საკითხებში, რამდენად უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივი მთავრობისა თუ თემის სურვილები თუ მიდგომები და ა. შ.

UNESCO and its rivals (Dec. 2006)

The limits of soft cultural power (Sep. 2009)

An Irish riddle wrapped in a mystery (Sep. 2009)

A danger list in danger (Aug. 2010)

ეკონომისტის ძალზე კრიტიკული სტატია მიძღვნილი იუნესკოს რეპუტაციის შებღალვისადმი, როცა იუნესკომ, მხოლოდ მრავალთვიანი აქტიური კამპანიის შემდეგ თქვა უარი  ეკვატორიული გვინეის პრეზიდენტის (ფაქტიურად დიქტატორის) მიერ შეთავაზებულ მისი სახელობის პრიზის (და შესაბამისად ფულადი ფონდის) დაფუძნებაზე. ნახეთ აქ  UNESCO´s dictator prize: Reputation Mismanagement (Oct. 2011)

Living Treasure: UNESCO is better at naming enemies than finding friends (July 2012)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s